23 ოქტ 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათს განახლდება.
დღევანდელი პროცესი გახარია საქართველოსთვის შუამდგომლობების განხილვას დაეთმო. პლენუმმა სხდომის ერთი თვით გადადაების შესახებ პარტიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.