23 ოქტ 2026
ქედის მუნიციპალიტეტი გამწვანების მასშტაბურ აქციას შეუერთდა.
მერიის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" დარგვის ღონისძიების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას და 124-მა პირველკლასელმა დარგო საკუთარი პირველი ხე.
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ დაბა ქედის ფ. ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში პატარებთან ერთად, ნერგების დარგვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.