საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

23 ოქტ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და უწყებათაშორისი კავშირების გაძლიერებას.