23 ოქტ 2026
საქართველოსა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები ბათუმში დასრულდა.
პოლიტიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაძლიერება, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, საქართველოს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის შუა დერეფნის ჭრილში შესაძლებლობების ათვისება - სწორედ ამ საკითხებს დაეთმო საქართველოს, თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელებს შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრები.
ორი დღის განმავლობაში აუდიენცია გაიმართა როგორც გაფართოებულ, ასევე დახურული ორმხრივი შეხვედრის ფორმატში. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის საკითხებს, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალური დაძაბულობის ფონზე რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანა ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა მინისტრებს მსგავს ფორმატით პირველად მასპინძლობდა.