23 ოქტ 2026
საქართველოს პრემიერი უნგრელი კოლეგის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს ესწრება.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ამ წუთებში ბუდაპეშტის პარლამენტის სასახლეში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, პოლიტიკოსები და დიპლომატები ესწრებიან. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.
საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ უნგრეთის პრემიერი საზოგადოებას პარლამენტის შენობის წინ სიტყვით მიმართავს. დღესვე დაგეგმილია გალა კონცერტი უნგრეთის სახელმწიფო ოპერაში, ასევე გალა მიღება სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ირაკლი კობახიძე ორივე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.