ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით ყინულის მოედანზე ჰოკეის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

23 ოქტ 2026

ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით, ყინულის მოედანზე ჰოკეის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, რომელშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გუნდები მონაწილეობენ.

შეჯიბრება 10- და 15-წლამდელთა შორის ტარდება და მასში შვიდი ქვეყნის 200-ზე მეტი ჰოკეისტი მონაწილეობს.

ორგანიზატორთა განცხადებით, ტურნირის მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.

ჰოკეის საერთაშორისო ფესტივალი 25 ოქტომბერს დასრულდება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.