23 ოქტ 2026
პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა. მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახეობის ხის ნერგები სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე 66-მა პირველკლასელმა დარგო. მოსწავლეებმა დარგული ნერგები სპეციალურ ვებპლატფორმაზეც დაარეგისტრირეს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, 22 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით, თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში 41 000-ზე მეტი ნერგის დარგვაა დაგეგმილი.
პროგრამის მიზანი ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვის კულტურის განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.