23 ოქტ 2026
აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი წარადგინეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილება რესურსების გადანაწილებისა და ოპტიმიზაციის მეშვეობით ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და პროგრამული დაფინანსების ზრდას უზრუნველყოფს.
მათივე ცნობით, სხდომაზე ასევე ახალი პროგრამები განიხილეს, რომლებიც მიმართულია აფხაზეთიდან დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ინიციატივების ხელშეწყობასა და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ზრდაზე.