23 ოქტ 2026
ხელისუფლების ამოცანაა, საქართველოს როლი და ადგილი საერთაშორისო რუკაზე სათანადოდ იყოს დანახული, დაფასებული და გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული.
„არის ხალხი, რომელიც პრაგმატულად ხედავს შუა დერეფნის მნიშვნელობას და მუშაობს საქართველოსთან, რათა ეს პოტენციალი იქნეს გამოყენებული. სამწუხაროდ, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც უბრალოდ უარყოფენ ამ მარტივ მოცემულობას და იმ რეალობას, რომელიც დღეს არსებობს ჩვენ გარშემო. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი დაკავშირებადობის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ საკვანძო როლი შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. ჩვენს რეგიონს, სამხრეთ კავკასიას, ვუყურებთ, როგორც ძალიან დიდი პოტენციალის მქონეს, შესაბამისად, ურთიერთობები უნდა განვითარდეს ყველა მიმართულებით. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა, სწორედ ამ პრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს როლი და ადგილი საერთაშორისო რუკაზე იყოს სათანადოდ დანახული, დაფასებული და გამოყენებული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.