რატი იონათამიშვილი – ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ სააკაშვილი და ყველა სხვა „ნაცი“ საკუთარი პატრონების სამსახურში არიან და მზად არიან, ანტისახელმწიფოებრივ დავალებას მოაწერონ ხელი

23 ოქტ 2026

ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი შეპყრობილია განდიდების მანიით და ამ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი მხოლოდ მის გარშემო ბრუნავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ეს ადამიანი არის მასშტაბური დამნაშავე, რომელიც ყველაზე უზნეო და ამორალურ დანაშაულსაც კი სჩადიოდა და ამიტომაცაა, რომ არაერთ საქმეზეა ბრალდებული და მსჯავრდებული.

„ჩვენთვის არ არის საინტერესო, ვინ ვის გარშემო ტრიალებს და ვინ როგორ ტრიალებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სინამდვილეში ერთ კანტორას წარმოადგენენ. ამ კანტორაში ყველაზე მთავარი სააკაშვილია, როგორც კანტორის უფროსი. ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ სააკაშვილიდან დაწყებული, ყველა სხვა „ნაცით“ დამთავრებული, ეს ადამიანები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი პატრონების სამსახურში. ეს ადამიანები მზად არიან,  ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ დავალებას მოაწერონ ხელი. ამაზე დიდი უბედურება რაღა დაემართებათ. ამიტომაც არიან, რომ ისინი განადგურებული არიან ქართული საზოგადოების წინაშე, – აღნიშნა იონათამიშვილმა.