23 ოქტ 2026
"კიდევ ერთი დასტური, თუ როგორ იღებს მითითებებსა და დავალებებს ოპოზიცია გარე ძალებისგან" - ასე აფასებს "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, რომელშიც პატიმარი პრეზიდენტი თავად ადასტურებს, რომ ლიტვაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებს შეხვდნენ, შეხვედრის მიზანი კი უცხოელი პარტნიორებისგან მორიგი დავალების მიღება იყო.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი და მისი პარტია ვერ ხვდება, რომ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაატაროს.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ, კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - მიხეილ სააკაშვილმა და ყველა დანარჩენმა ერთად - ვერ გაიგეს ის, რომ მათ პირველ რიგში უნდა გაატარონ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები და დავალებები უნდა მიიღონ ქართული საზოგადოებისგან. შესაბამისად, მათთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, თუ რას იტყვის მას რომელიღაც ევრობიუროკრატი, რომელიღაც სხვა დასავლეთის უცხოური ქვეყნის წარმომადგენელი და არ უსმენენ ისინი ქართველებს და შესაბამისად ვერც ვერაფერს ვერ ისწავლიან. რამდენი წელი გავიდა და ისინი მხოლოდ იმას აქცევენ ყურადღებას, თუ რას იტყვის რომელიღაც პოლიტიკოსი თუ სხვა წარმომადგენელი ევროპიდან თუ ამერიკიდან," - აცხადებს ალადაშვილი.