23 ოქტ 2026
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ნოემბერში გასამართი მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მატჩებისთვის 36-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაში 21 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა.
ნოემბერში ბორჯღალოსნები სამივე თამაშს თბილისში, „ავჭალასა“ და „მიხეილ მესხზე“ გამართავენ: 7 ნოემბერს - კანადასთან, 14 ნოემბერს - ტონგასთან, ხოლო 21 ნოემბერს - ამერიკასთან, „მიხეილ მესხზე“.
საქართველო ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს.