23 ოქტ 2026
ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XIV საერთაშორისო კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსის მეორე დღეს ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი გაიმართა. წელს კონკურსში 6-დან 25 წლამდე ახალგაზრდა პიანისტები მონაწილეობენ საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონკურსი 2015 წელს ცნობილი ქართველი პიანისტის, თამარ ლიჩელის ინიციატივით დაარსდა, 2017 წლიდან კი საერთაშორისო სტატუსი მიიღო.
კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება 25 ოქტომბერს გაიმართება.