ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

23 ოქტ 2026

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად გახსნა.

აგრო ფუდ ბათუმი 2026, ერთ სივრცეში სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში მოქმედ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს აერთიანებს. წელს მასში 70 კომპანია მონაწილეობს და მათგან 60 ქართულია. 

მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ასევე გაეცნობიან აგრო მიმართულებით ინოვაციურ ტექნოლოგიებს. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ  საზოგადოებაში აგრომიმართულებით ძალიან დიდი დაინტერესებაა. 

"მე-14 ჯერ იმართება ეს ღონისძიება ჩვენს რეგიონში და გვიხარია, რომ წლიდან წლამდე იზრდება კომპანიების რაოდენობა. 70-მდე კომპანია წელს იღებს მონაწილეობას, დღეს ჩვენ ვხედავთ აქტიურობას, ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი მოდის კომპანიის წარმომადგენლები, ზოგადად, მათ შორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რათა უფრო ახლოს გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს, ახალ შესაძლებლობებს, თუ რა სიახლეები არის აგრომიმართულებით", - აცხადებს ზურაბ პატარაძე.