23 ოქტ 2026
ბათუმში უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერების დემონტაჟი განხორციელდება - ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგი დაიწყო.
აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში დამატებით უცხოურ ენაზე, თუმცა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენას.
წესის დარღვევის ფაქტზე ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული კი 3000 ლარით ჯარიმდება. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორების ფაქტზე ობიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.