ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

23 ოქტ 2026

ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ნაგჩუში ასობით სახლი დაზიანდა ან დაინგრა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ტერიტორიებიდან 12 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მომხდარს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გამოეხმაურა. მან შესაბამის უწყებებს სამაშველო ოპერაციის მასშტაბურად ჩატარება, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა და დაშავებულებისთვის სამედიცინო დახმარების დროულად გაწევა დაავალა. ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV-ის ინფორმაციით, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.