22 ოქტ 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ბათუმში, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებას.
აღინიშნა „შუა დერეფნის" განვითარების პროცესში საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის მნიშვნელობას.
თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.