ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს

22 ოქტ 2026

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს.

რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს „ჰუსიტების“ მოძრაობის სამხედრო და პოლიტიკური ფრთები, ასევე მისი ხელმძღვანელობა და სამხედრო და უსაფრთხოების აპარატი ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს, ასევე სამხედრო შეტევას იემენში.

ამასთან, რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მოითხოვენ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ დასრულებას და რეგიონულ არასტაბილურობაში ირანის როლს გმობენ. ევროპარლამენტარები ამ თავდასხმებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ იემენელი მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა დაიღუპა, იძულებით გადაადგილდა, ხოლო ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი გაუარესდა.

ევროპარლამენტი ასევე გმობს ჰუსიტების მიერ ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ ბოლო წლებში განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს.