22 ოქტ 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის განხილვა თითქმის რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესი დღესაც კამათის ფონზე წარიმართა.
სასამართლო პროცესზე პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, შუამდგომლობის განმარტება სარჩელში მოყვანილი წინადადებების ციტირებით დაიწყო. მან სასამართლოს ათი მოთხოვნით მიმართა.
მათ შორის, მოითხოვა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ბრალდებების არგუმენტაციისა და 2012 წლიდან დღემდე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
გვარამიას შუამდგომლობა მოსარჩელე მხარემ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობად შეაფასა. პარლამენტის წარმომადგენლები მოთხოვნებს არ დაეთანხმნენ.