უნგრეთში 1956 წლის რევოლუციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ორდღიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართება - საზეიმო ღონისძიებებს ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრება

22 ოქტ 2026

უნგრეთში 1956 წლის რევოლუციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ორდღიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. პიტერ მადიარის მიწვევით, ამ ღონისძიებებს ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრება.

მთავარი შეკრება პარასკევს კოშუტ ლაიოშის მოედანზე, უნგრეთის პარლამენტის შენობის წინ არის დაგეგმილი. შეკრებილ სტუმრებსა და საზოგადოებას სიტყვით თავად უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიმართავს.

დღეს კი რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჩირაღდნებით მსვლელობა გაიმართა. რევოლუციის მონაწილეთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.