საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანიამ, Royal Jordanian-მა დაიწყო

22 ოქტ 2026

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო.

22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა. თბილისი-ამანის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Royal Jordanian Airlines-თან მოლაპარაკებებს 2024 წლიდან აწარმოებდა, შედეგად, ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.