22 ოქტ 2026
საგარეჯოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი განხორციელდა. სამუშაოების შედეგად განახლდა მონაცემები 447 ობიექტისა და ძეგლის შესახებ, გამოვლინდა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული 190 ახალი ობიექტი, ხოლო 110 ობიექტისა და ძეგლის ადგილმდებარეობის კოორდინატები დაზუსტდა.
პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა. მისი მიზანი არსებული სააღრიცხვო მონაცემების გადამოწმება და განახლება, ძეგლების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება და კომპლექსური ძეგლების საზღვრების დადგენა იყო.