ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი

22 ოქტ 2026

ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით არის წარმოდგენილი. სამდღიანი პროგრამა ქართულ-აზერბაიჯანული თარგმანების პრეზენტაციებს, ავტორებთან, მთარგმნელებსა და გამომცემელთა ჯგუფებთან შეხვედრებს მოიცავს.

ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობა მასშტაბური ლიტერატურული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ადგილობრივ და უცხოელ გამომცემლებს, მწერლებს, მთარგმნელებს, წიგნის გამავრცელებლებსა და მკითხველებს აერთიანებს. საქართველო ბაზრობაში უკვე მეორედ მონაწილეობს.