22 ოქტ 2026
ბელგრადში სერბეთის სტუდენტური მოძრაობის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. ისინი კვირას, 25 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების წინ მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
მოძრაობა 2024 წლის ნოემბერში, ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჩამოყალიბდა. მაშინ შემთხვევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აქციის მონაწილეები დაღუპულთათვის სამართლიანობის აღდგენასა და იმ კორუფციული პრაქტიკის დასრულებას ითხოვენ, რამაც, ბევრის აზრით, სადგურის უხარისხო მშენებლობა გამოიწვია.
ორი წლის შემდეგ სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად იქცა. ის ამჟამად ყველაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობას.