"პარი სენ-ჟერმენი" ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს

22 ოქტ 2026

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო, პარი სენ-ჟერმენი" ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზული კლუბი დაწყებულ მოლაპარაკებებს გააგრძელებს და ეცდება, რომ ხვიჩასთან ხელშეკრულება 2032 წლამდე განაახლოს.

მხარეებს ფინანსურ პირობებზე შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევი აქვთ. სხვა დეტალებზე გამოცემა ამ ეტაპზე არ წერს, კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი კი ძალაში 2029 წლის ზაფხულამდეა. 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის წინა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, შედეგად, 7-9 თვის განმავლობაში იუქმებს და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.