22 ოქტ 2026
ბორჯომმა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალსა და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლა. მსმენელთა წინაშე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგნენ: თამარ ლიჩელი, დავით ალადაშვილი, ლორენცო დი ბელა და დმიტრო ჩონი.
ფესტივალის ფარგლებში დაიწყო პიანისტთა საერთაშორისო კონკურსიც, რომელშიც 6-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობენ.
კონკურსანტებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება 25 ოქტომბერს გაიმართება. გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები.