ახალციხეში გამართულ დასაქმების ფორუმში მონაწილეობა 200-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო

22 ოქტ 2026

ახალციხეში გამართულ დასაქმების ფორუმში მონაწილეობა 200-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო. წარმოდგენილი იყო 30-მდე კომპანია, 200-ზე მეტი ვაკანსიით. მათ შორის იყო მომსახურების, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის, ფინანსების, საოფისე საქმიანობის, ფარმაციისა და განათლების მიმართულებებს.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირისპირ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს. ღონისძიება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.