სტამბოლში მიმდინარე გლობალურ ფორუმში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო

22 ოქტ 2026

სტამბოლში მიმდინარე გლობალურ ფორუმში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. უწყების ინფორმაციით, პაატა სალიამ ღონისძიების მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია მართლმსაჯულების სფეროში. 

გლობალურ სამიტში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები მონაწილეობენ.

სამიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი ხორვატიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა. 

საუბარი შეეხო ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას მართლმსაჯულების სფეროს ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, აგრეთვე, სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.