უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

22 ოქტ 2026

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბახტიორ საიდოვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ხვალ, ბათუმში დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.