22 ოქტ 2026
აჭარის 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება. საკითხი აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილება.
კანონპროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 971 მილიონ 795 ათას 700 ლარს შეადგენს, ხოლო გადასახდელების მოცულობა - მილიარდ 2 მილიონ ლარს.
შემოსავლები 42 მილიონი ლარით იზრდება. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 მილიონი ლარითაა გაზრდილი. 10 მილიონი ლარით იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიც და 97 მილიონ ლარს შეადგენს.
განათლებისა და სპორტის სამინისტროსთვის 119 მილიონი ლარია გათვალისწინებული, კულტურის სამინისტროსთვის კი - 52 მილიონი ლარი.
კანონპროექტს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე წარადგენს.