21 ოქტ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი აცხადებს, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება.
„სანქტ-პეტერბურგში შევხვდით პრეზიდენტ პუტინს, რათა ოსლოში პრეზიდენტ ზელენსკისთან მიღწეული პროგრესი განგვემტკიცებინა, სამშვიდობო ჩარჩო განგვეხილა და პრეზიდენტ პუტინისთვის მადლობა გადაგვეხადა ამერიკის მოქალაქის სტივენ ჰაბარდის გათავისუფლებისთვის.
ეს განხილვები კონსტრუქციული იყო და სამმხრივი მოლაპარაკებებით გაგრძელდება აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტექნიკურ დონეზე“, - წერს ვიტკოფი სოციალურ ქსელში.