21 ოქტ 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
პირველივე დღეს, სხდომა შუამდგომლობების განხილვითა და მხარეებს შორის დავით წარიმართა.
მოპასუხე მხარემ მოსამართლეთა აცილება მოითხოვა. ასევე "ნაციონალური მოძრაობის "წარმომადგენლები ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაბარებას.
სასამართლომ ეს მოთხოვნები სამართლებრივი საფუძვლის არ ქონის გამო არ დააკმაყოფილა.
სასამართლო დარბაზში ვითარება პოლიტიკური განცხადებების გამოც დაიძაბა. სხდომის თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას მოუწოდა, განხილვა საქმის საკითხებით შემოეფარგლა.
შენიშვნა მიიღო ხატია დეკანოიძემაც, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.