მაკრონის განცხადებით, საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერები "სულელურ" კომენტარებს აკეთებენ

21 ოქტ 2026

ემანუელ მაკრონის  განცხადებით, საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერები "სულელურ" კომენტარებს აკეთებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ადგილი აქვს ინფორმაციით მანიპულირებას. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს საარჩევნო კამპანიისთვის იყენებენ.