21 ოქტ 2026
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფს შეხვდა. სამსაათიანი მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზები და სამშვიდობო პროცესის განახლება იყო.
აშშ და რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების გზებს განიხილავენ. აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან ვლადიმერ პუტინის შეხვედრას კრემლი პროდუქტიულად აფასებს.
ამერიკელმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისთვის უკვე არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი და სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების ინიციატივაც წამოაყენა. რუსული მხარე ომის დასრულებაზე შეთანხმების მიღწევას თეორიულად არ გამორიცხავს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა გამოხატა ინტერესი აშშ-თან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მიმართ და განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის ირანის საკითხის მოგვარებაში ვაშინგტონს დახმარება გაუწიოს.