მარიამ ქვრივიშვილმა ზამთრის სეზონის განმავლობაში საქართველოს მთის კურორტების გამართული ფუნქციონირების მიზნით საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

21 ოქტ 2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ზამთრის სეზონის განმავლობაში საქართველოს მთის კურორტების გამართული ფუნქციონირების მიზნით საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შესაბამისი სამსახურების კოორდინირებულ მუშაობაზე, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებაზე, სატრანსპორტო საკითხებსა და მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.