მარიამ ქვრივიშვილმა არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

21 ოქტ 2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა. 

წელს საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდება 5 პირს, ხოლო მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდება 9 პირს მიენიჭა. - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.