21 ოქტ 2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ოპოზიციას ორმაგ სტანდარტსა და სპეკულაციებში ადანაშაულებს.
მისი თქმით, მაშინ, როცა ოპოზიცია აცხადებდა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი ამომწურავი არ იყო და პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე საუბრობდა, ახლა პრემიერ-მინისტრის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი კადრის დანიშვნაშიც კი "რუსულ საქმეს" ეძებს.
"ოპოზიცია აცხადებდა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი ამომწურავი არ იყო და პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე საუბრობდა. მიუხედავად ამისა, პრემიერის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი კადრის დანიშვნაშიც კი "რუსულ საქმეს" ეძებს,"- წერს ცოტნე ანანიძე.