21 ოქტ 2026
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მზად არის, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის გაყინვას, თუ უკრაინა საკუთარი ტერიტორიის, სულ მცირე, 75%-ზე კონტროლს შეინარჩუნებს.
ჟურნალისტის კითხვაზე: დათანხმდებოდით თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც არსებულ ვითარებას ამჟამინდელ ნიშნულზე გაყინავს, ისე, რომ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 75% ან მეტი თქვენს კონტროლქვეშ დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? დათანხმდებოდით თუ არა იმას, რაც დღეს არის?, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა.
"დიახ. თუ ახლა მოგვიწევს არსებული მდგომარეობის გაყინვა და, ვფიქრობ, ეს ომის დასრულების რეალური გზაა. ჩვენ ამას ცეცხლის შეწყვეტას ვუწოდებთ ან მკვლელობების შეჩერებას, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი უწოდებდა. გავყინოთ ვითარება და შევჩერდეთ. რა თქმა უნდა, ეს არის ის მინიმუმი, რასაც დღეს რუსეთისგან ვითხოვთ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს და ევროპელებს მივმართავთ და უსაფრთხოების გარანტიებს მოვითხოვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობაა და ასევე – მშვიდობის უსაფრთხოებით უზრუნველყოფა," - განაცხადა ზელენსკიმ.