21 ოქტ 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დასწრება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას თქმით, აღნიშნული პირების დასწრების აუცილებლობა არ არსებობს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ადგილზე თათბირით ადგენს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა იმ მტკიცებულებებით, რაც მან მიუთითა, არ დაკმაყოფილდეს. ბუნდოვანია, საერთოდ გაუგებარია, რა გარემოებების დადგენაში უნდა დაეხმაროს სასამართლოს მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით ის მტკიცებულებები, რაზეც მიუთითა ქალბატონმა ანა წითლიძემ. რაიმე შემხებლობა განსახილველ საქმესთან თეორიულ დონეზეც ვერ დავინახეთ. აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობა არ კმაყოფილდება“, – განაცხადა ნადარაიამ.