21 ოქტ 2026
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს არგუმენტები სჭირდებოდა, თუ რატომ უნდა დაიცვას ფრანგული დემომრატია გარე ჩარევებისგან და მანიპილაციისგან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საქართველოს მაგალითი მოიყვანა, რითაც იმის აღიარება მოხდა, რომ გარე ძალები უხეშად და უსამართლოდ ერეოდნენ საქართველოს შიდა პროცესებში.
„ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას სწორედ დეზინფორმაციით და მანიპულაციით ცდილობდნენ. არ უნდოდათ, მოქალაქე ინფორმირებული ყოფილიყო, რადგან ინფორმირებული მოქალაქე დაზღვეულია დეზინფორმაციისგან. კარგია, რომ ეს არგუმენტები მოჰყავთ. როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. გვახსოვს, მაკრონი საქარღველოს შიდა საქმეებში როგორ ერეოდა და უსაფუძვლო განცხადებრბს აკეთებდა. დძრეს, როცა პარიზის ქუჩებია ვანდალიზმისა და ძალადობის ქვეშ, ეს ყველაფერი არ მოსწონს. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ და მისმა ორმაგმა სტანდარტმა განაპირობა, რომ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა საფრანგეთში და ფაქტობრივად, ელექტორალური მხარდაჭერა აღარ გააჩნია. ეს ადამიანები არათუ გულწრფელები არ იყვნენ, არამედ სხვა ქვეყნებში ძალადობას და ვანდალიზმს ახალისებდნენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.