21 ოქტ 2026
ფსიქოლოგი ქეთი დიასამიძე გადაცემა "ახალ დილაში" შვილის აღზრდის მნიშვნელობასა და გარდატეხის ასაკში (პუბერტატის პერიოდში) მშობელსა და მოზარდს შორის ურთიერთობის თავისებურებებზე საუბრობს.
ფსიქოლოგი, აღნიშნავს რომ შვილის აღზრდა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ამაგი და საუკეთესო ინვესტიციაა. ის განმარტავს, რომ მოზარდობისას ბავშვში მიმდინარე ფსიქო-ფიზიოლოგიური ცვლილებები და ავტონომიურობისკენ სწრაფვა სრულიად ბუნებრივი, მისასალმებელი პროცესია და არა შვილის გაუცხოება.
"შვილის აღზრდა ყველაზე დიდი საქმე და ამაგია ადამიანის ცხოვრებაში; ყველაზე სწორი ინვესტიციაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა თავის ცხოვრებაში გააკეთოს.
როცა რუდუნებით აკვირდები ამ პროცესს, რაღაც პროცესები თქვენდაუნებურად, ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად მიმდინარეობს მოზარდში და გვიჩნდება განცდა თითქოს ჩვენი შვილი გვშორდება. შვილი არ გვშორდება, შვილი ჩვენთან არის! უბრალოდ, თავიდანვე უნდა დავიჭიროთ რაღაც გარკვეული ტიპის თადარიგი.
არის ასაკი, სადაც უკვე ავტონომიურობა ირთვება ადამიანის განვითარებაში. ზუსტად ეს არის პუბერტატი - აი, რაც გარდატეხის ასაკში ხდება. პირიქით, ეს არის ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელი - თქვენი შვილი ადაბტირდება ამ დროს.
უბრალოდ ეს ძირითადი ბერკეტი, რაც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს შვილის აღზრდის პერიოდში (რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს): გარკვეულ ასაკს თავისი შესაბამისი მოთხოვნილებები და შესაძლებლობები გააჩნია. აი, იმ პერიოდში უნდა გვქონდეს ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოხატული შვილთან ემოციური კონტაქტი და ემოციური უსაფრთხოების განცდა. აი, ეს თუ ექნება ჩვენს შვილს მშობელთან ურთიერთობის დროს, ის არსადაც არ წავა, ის ჩვენთან ერთად არის - უბრალოდ, ამ პერიოდში ჩვენ უკვე პარტნიორები ვხდებით შვილთან.“ - ქეთი დიასამიძე.