ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს

21 ოქტ 2026

ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია. დავით კიკნაძის თქმით, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის "კოკაინი", "მეთადონი", "ჰეროინი", "ალფა-პვპ", "ამფეტამინი", "პრეგაბალინი", "მარიხუანა" და სხვა.