21 ოქტ 2026
ბათუმში აზერბაიჯანელი ინფლუენსერები იმყოფებიან. ისინი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს მილიონობით გამომწერს აცნობენ. მათ უკვე დაათვალიერეს ძველი ბათუმი, ბულვარი, ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე და მთიანი აჭარა.
საზღვაო აქტივობებში მონაწილეობის შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, უცხოელი ინფლუენსერები, ჟურნალისტები და ტუროპერატორები რეგიონს ასევე სტუმრობდნენ პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და მოლდოვიდან.