21 ოქტ 2026
ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა იწყება, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავენ.
პროცესი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
''საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და ამავდროულად, გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი და ის მოვლენები, რომელთა მიზანიც არის გარე მმართველობის ჩვენს ქვეყანაში დამყარება. საბოლოო ჯამში ჩვენ სამართლებრივად ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ კიდევ ერთხელ. საზოგადოებას შეეძლება პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, თვალყური ადევნოს და კიდევ ერთხელ გაიხსენოს ის მავნებლობები და ის ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაც აქვს „ნაცმოძრაობას“, მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოთხ პარტიას, რომლებიც ან უშუალოდ არიან პროცესის მონაწილეები, ან მხარს უჭერენ ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ სამართლებრივ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას - რომ შეფასდება სამართლებრივად მათი მავნებლობები და აიკრძალებიან ის კონსტიტუციური პარტიები, რომელთა მიზანი საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა ნამდვილად არ არის," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.