კიევის ოლქზე რუსული ძალების იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი

20 ოქტ 2026

კიევის ოლქზე რუსული ძალების იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამიზნე ობიექტები წარმოებისა და საწყობის შენობები იყო. 

პარალელურად კი  ოსლოში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობენ.