ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი - 473,620 ვიზიტი დაფიქსირდა

20 ოქტ 2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი - 473,620 ვიზიტი დაფიქსირდა, ზრდა გასული წლის სამ კვარტალთან შედარებით 20.1%-ია.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ იანვარ-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორების ვიზიტების ზრდა ფიქსირდება.