20 ოქტ 2026
საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი გაბრიაძე უხელმძღვანელებს.
როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება.
ქვეყანაში ბიზნესის მხარდაჭერის არსებული მექანიზმები ფართოვდება და მიზნად ახალი ფინანსური შესაძლებლობების შექმნას ისახავს.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც ივნისში შეიქმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად, მსხვილ და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებშიც ჩაერთვება.
კორპორაციის გეგმები და სამომავლო პროექტები დღეს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს კორპორაციის დირექტორმა, ირაკლი გაბრიაძემ წარადგინა.
კორპორაციის მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ქვეყნის ეკონომიკაში ახალი ინვესტიციების მოზიდვაა.