20 ოქტ 2026
“სიჩუმის ექო" - ასე ჰქვია ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ნანა კვაშილავას ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა.
შემოქმედებით საღამოზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ ავტორს, გასცნობოდნენ მის ნამუშევარს და მოესმინათ ლექსები ახალი კრებულიდან.
ნანა კვაშილავა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და ლიტერატურული კონკურს-ფესტივალ "ქუჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.
ავტორს ფართო საზოგადოება იცნობს პოეტური კრებულით: "ღიმილი ჩემი ავტოგრაფია“, და “სადაც გულს იპოვი“. პოეტი, ლიტერატურული მოღვაწეობის პარალელურად, აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწევა.