"ვეისთლესმა" მოსწავლეებისთვის კამპანია "ეკომეგობრული აჭარა" გახსნა

20 ოქტ 2026

“ეკომეგობრული აჭარა“ - მოსწავლეებისთვის "ვეისთლესმა" კამპანია გახსნა. იდეის ორგანიზატორებმა აჭარის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს კონკურსის პირობები გააცნეს.

პროექტის მიზანი ელექტრონარჩენების სწორი მართვის პოპულარიზაცია და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში, 20-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის ექვს მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართება.

შერჩეულ სკოლებში 30 ოქტომბერს ნარჩენების შეგროვების ორკვირიანი აქცია დაიწყება. პროექტი 28 ნოემბერს, ბათუმში, ეკოფესტივალით დასრულდება, სადაც გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდებიან.

ღონისძიებაზე  მოეწყობა ეკომეწარმეების გამოფენა და შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობები. კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები ფულად ჯილდოს მიიღებენ. 

მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობა, ნარჩენების შეგროვების პოპულარიზაციის მიზნით  გადაღებული ვიდეორგოლითაც შეუძლიათ.