ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა დასრულდეს

20 ოქტ 2026

ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი 2030 წლისთვის იქნება უზრუნველყოფილი სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე.